• „საზოგადოება „ბილიკი“ 1999 წლიდან დღემდე ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას. რაშიც იგულისხმება დღის ცენტრები, რომლებიც აქტიურად ფუნქციონირებენ 1999 წლიდან დღემდე, და მცირე საოჯახო სახლები - 2011 წლიდან დღემდე. ბავშვზე ზრუნვის პროგრამა მოიცავს შიდა ქართლის სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს.

  • პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში „საზოგადოება „ბილიკი“ თანამშრომლობს შიდა ქართლის 37 სკოლასთან. პროგრამის მიზანია გაუმჯობესდეს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამა და მოხდეს მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების გაძლიერების გზით ხელი შეეწყოს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის. პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. განმახორციელებელი ორგანიზაცია შიდა ქართლში საზოგადოება "ბილიკი"

საინტეგრაციო პროგრამა

  • სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა მოსწავლეებისთვის  და პედაგოგებისთვის
  • სამოქალაქო კლუბები
  • დევნილთა ინტეგრაცია

ვრცლად...

პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა

  • ჟურნალისტიკის სტუდია (სტატიების წერა, მცირეფორმატიანი ფილმები, ფოტო გადაღება)

ვრცლად...

მოხალისეობრივი პროგრამა

მოხალისეობის პროგრამა 2006 წლიდან ხორციელდება. ოთხთვიანი პროგრამა ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის. 

ვრცლად...

ტრენინგ პროგრამა

ტრენინგ კურსები პედგაოგების,  მოზარდების და მშობლებისთვის – პიროვნული განვითარება, თემის მობილიზაცია, სოციალური მედია, ჟურნალისტიკის უნარ – ჩვევები. 

ვრცლად...

ღონისძიება ყინწვისში

2015 წლის 6 ოქტომბერს საზოგადოება "ბილიკის" მცირე საოჯახო სახლების აღმზრდელებისთვის და ლიდერებისთვის მოეწყო გასვლითი ღონისძიება ყინწვისში. სახლების პერსონალს თან ახლდნენ ორგანიზაციის ფსიქოლოგები, ბავშვზე ზრუნვის პროგრამის მენეჯერი და პროგრამის კონსულტანტი.

დატოვეთ კომენტარი (2 კომენტარები)

ორგანიზაცია „ქართული მედია ჯგუფის“

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში საზოგადოება „ბილიკის“ ბავშვებისთვის ორგანიზაცია „ქართული მედია ჯგუფის“ ჟურნალისტებთან ერთად გასვლითი მედიატური მოეწყო ატენის ხეობაში. მოზარდებმა თავდაპირველად გაცნობითი ხასიათის სავარჯიშოები ჩატარდა, ერთმანეთისგან აიღეს ინტერვიუები და მეწყვილეები წარადგინეს.

დატოვეთ კომენტარი (0 კომენტარები)

25 სექტემბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მოსწავლეების შეხვედრა

25 სექტემბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მოსწავლეების შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელთან ქ-ნ ეკატერინე ქუთათელაძესთან,

დატოვეთ კომენტარი (0 კომენტარები)

მცირე გრანტის პროექტი „გახსოვდეს''

2015 წლის 10 სექტემბერს ჩატარდა სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტის „გახსოვდეს, შენ საზოგადოების აქტიური მონაწილე ხარ“ დახურვის ღონისძიება.

დატოვეთ კომენტარი (0 კომენტარები)

10 სექტემბერს საზოგადოება „ბილიკში“ სამოქალაქო კლუბის ლიდერებისათვის ჩატარდა ტრენინგი

10 სექტემბერს საზოგადოება „ბილიკში“ სამოქალაქო კლუბის ლიდერებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "პროექტის წერა და მართვა"

ტრენინგის მიზანი იყო დამწყები ლიდერებისათვის პროექტის წერის ტექნიკა და მისი განხორციელებისათვის საჭირო ნაბიჯები ესწავლებინა, რომელიც შემდეგ პრაქტიკულად უნდა განახორციელონ, ტრენინგზე მონაწილეებმა 2 რეალური და მიღწევადი პროექტი დაწერეს.

დატოვეთ კომენტარი (0 კომენტარები)

ოთხდღიანი ბანაკი - LIFE CAMP

საზოგადოება "ბილიკის" მშვიდობის კორპუსის მოხალისემ რასელ პერეირამ, სხვა მოხალისეებთან ერთად ოთხდღიანი ბანაკი - LIFE Camp გამართა. ბანაკი გულისხმობს, ლიდერობას, ინტეგრაციას და ფიტნესს განათლების გზით.

დატოვეთ კომენტარი (0 კომენტარები)

ინგლსური ენის სწავლების ხელმისაწვდომობის პროგრამა – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და PH Intern

მიზანი: ინგლსიური ენის გაძლიერებული სწავლება გორის საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველი  და დევნილი 14-18 წლის მოსწავლეთათვის

კავკასიის ქსელი ბავშვებისთვის, ადვოკატირების კამპანიები/საქართველო – ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტ

 მიზანი: ინკლუზიური განათლების მექანიზმების ადვოკატირება კავკასიის ქვეყნებში (სასომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ჩეჩნეთი) 

მცირე საოჯახო სახლები – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მიზანი: ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერა

რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი – სამოქაალქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა

მიზანი: შიდა ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გააქტიურება და მათი აქტიური ჩართულობა სამოქალაქო საქმიანობაში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორის

მიზანი: გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, გააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში

დღის ცენტრები – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მიზანი: სიღარიბის პროგრამაში ჩართული ოჯახების შვილების საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური, სოციალური და საბაზო მხარდაჭერა