|
|
 ბავშვთა სახლს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია (გვაზავა) სტუმრობდა. ჟურნალისტი ეკა ქოთოლაშვილი | 2012-01-24 - 13:08:26| რეგიონი შიდა ქართლი | 24 იანვარს გორის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია (გვაზავა) სტუმრობდა. მეუფემ დალოცა სახლის მცხოვრებნი, გაიცნო თითოეული ბავშვი და გაესაუბრა მათ. აღმზრდელებმა და აღსაზრდელებმა თავიანთი ცხოვრების წესზე, ყოველდღიურ საქმიანობაზე მოუთხრეს. გორის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში სულ 10 ბავშვი ცხოვრობს, ისინი ბათუმიდან, ასპინძიდან, ხიდისთავიდან, წყნეთიდან და თბილისიდან არიან. რამდენიმე კვირაა ერთად ცხოვრობენ და უკვე დამეგობრდნენ. მთელი დღე სახლში ჟრიამულია, ძალიან მხიარულები და ხალისიანები არიან. ასწრებენ ყველაფერს - გაკვეთილების მომზადებას, კითხვას, თამაშს, ტელევიზორის ყურებას, საოჯახო საქმეებს, სამზარეულოში ტრიალს და ა.შ. მათთან 5 აღმზრდელი მორიგეობით მუშაობს, კვირაში ერთხელ ფსიქოლოგიც მიდის. (ამ და დანარჩენ 5 სახლს, რომლებიც შიდა ქართლში იქნება, სახოგადოება „ბილიკი" ხელმძღვანელობს. 4 სახლი უკვე გახსნილია, 2-იც რამდენიმე დღეში გაიხსნება) მეუფესთან ერთად სახლს დედა ცეცილია (მსხილაძე), დიაკვანი მამა გიორგი (კარელიძე), სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ზვიად დაბრუნდაშვილი და სხვა თანამშრომლები სტუმრობდნენ. ისინი გაეცვნენ ბავშვების მისწრაფებებს და მათთან ერთად სამომავლო გეგმებიც დასახეს - ინტერესების შესაბამისად ისინი ცურვაზე, მუსიკაზე, ხეზე კვეთასა თუ ინგლისურის წრეზე ივლიან. კვირაში ერთხელ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში მოძღვარიც ივლის და მათთვის საინტერესო რელიგიურ საკითხებზე ისაუბრებენ. მეუფემ სახლს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი, ახალი აღთქმა, სანთლები და ლოცვანი, თითოეულ ბავშვს კი შვიდგზის ლოცვანი გადასცა. ბავშვები ასევე ტკბილეულით და სათამაშოებითაც დასაჩუქრდნენ. სტუმარ-მასპინძლობამ ძალიან სასიამოვნოდ და ხალისიანად ჩაიარა.
| 
| საზოგადოება ბილიკი | ახალი კომენტარის დამატება | I I 
|
სამუსიკო სკოლის მევიოლინეთა გუნდი ჟურნალისტი ეკა ქოთოლაშვილი | 2012-01-23 - 12:08:26| რეგიონი შიდა ქართლი | ხაშურის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ხაშურის სამუსიკო სკოლის მევიოლინეთა გუნდი სტუმრობდა. მევიოლინეთა გუნდში ძირითადად ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან და სტუმრობაც მათი ინიციატივით შედგა. სხვადსხვა მუსიკალური ნომრებს პერიოდულად სახლის აღსარდელთა პოეზიის წუთები ცვლიდა, მასპინძლებმა სტუმრებს სპეციალურად მომზადებული საცეკვაო ნომერიც უჩვენეს, რომელიც სახალისო კოსტიუმებით წარმოადგინეს. საღამოს საზოგადოება „ბილიკის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სტუმრებიც და მასპინძლებიც კმაყოფილები იყვნენ, საღამო ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროში წარიმართა. ერთობლივი გადაწყვეტილებით მსგავსი საღამოები კიდევ მოეწყობა და ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები კიდევ უფრო დამეგობრდებიან. | 
| საზოგადოება ბილიკი | ახალი კომენტარის დამატება | I I 
|
|
|
|