სიტუაციური ანალიზი

თარიღი: .

„საზოგადოება ბილიკის“ პროექტის "დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება - შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება" ფარგლებში ჩატარდა სიტუაციური ანალიზი შშმ პირთა დასაქმებასთან დაკავშირებით გორში, ხაშურსა და ახალციხეში. სიტუაციური ანალიზის შესაბამისად მომზადდა შესაბამისი ანგარიში.

ანგარიში მიმოიხილავს კვლევის ფარგლებში შერჩეულ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი მშობლების გაეროს კონვენციასთან დაკავშირებით ინფორმირებულობას, ასევე, მათ პრაქტიკაში არსებულ გამოცდილებას მათივე შეფასებების საფუძველზე.სიტუაციური ანალიზის საფუძველზე, მოწვეული ექსპერტი ოქტომბრის თვიდან დაიწყებს შეხვედრებს პროექტის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფებთან, რათა მომზადდეს მუნიციპალური სამოქმედო გეგმები შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
შეგახსენებთ რომ პროექტის "დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება - შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება" მიზანია: ხელი შეეწყოს ადგილობრივ მუნიციპალურ პოლიტიკას, რათა გაუმჯობესდეს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და დაცვა.
პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია : გორი, ხაშური, ახალციხე.
პროექტი „დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება - შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“ მხარდაჭერილია პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ევროპის ფონდთან და ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან თანამშრომლობით.