სასწავლო ვიზიტი სლოვაკეთში

თარიღი: .

2023 წლის 23-28 აპრილს, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის გამოცდილების გაზიარების მიზნით, 7 მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის სასწავლო ვიზიტი დაიგეგმა სლოვაკეთში.

პირველი დღე საინტერესო შეხვედრებით დაიწყო. მონაწილეები გაეცნენ შშმ პირთა დასაქმების სხვადასხვა მეთოდებს და სლოვაკეთის კანონმდებლობას, მოინახულეს სოციალური საწარმო „რადნიჩკა“, სარეაბილიტაციო ცენტრი და მაკდონალდის ერთ-ერთი ფილიალი, რომელიც შრომის ბაზარზე შშმ პირთა დასაქმების კარგი მაგალითია. შეხვედრას TENENET-ის გამოცდილი ექსპერტი ვიერა ზაჰორცოვა უძღვებოდა. მეორე დღეს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები პარტნიორ ორგანიზაცია TENENET-ს ესტუმრნენ, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ TENENET-ის შექმნის ისტორიასა და მის საქმიანობას. Tenenet არის სლოვაკეთში ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის სფეროც მრავალფეროვანია. დღის მეორე ნახევარი კი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ ბრატისლავას მუნიციპალიტეტის უძველესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ვიზიტის დროს, მონაწილეები ბანკა ბისტრიცას რეგიონში გაემგზავრნენ, სადაც რეგიონული თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მოისმინეს პრეზენტაციები ეკო სისტემის საკითხებზე სლოვაკეთის მაგალითზე. ხოლო დღის მეორე ნახევარი სოციალურ საწარმოში გაატარეს. ორივე შეხვედრა შეკითხვებით იყო დატვირთული, რომელსაც სლოვაკელი პარტნიორები პასუხობდნენ და წარმატებული პროექტების მაგალითებს უზიარებდნენ.