სემესტრის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრები
2023 წლის 9-დან 15 თებერვლის ჩათვლით USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის მასშტაბით 4 მუნიციპალიტეტში გორში, ხაშურში, ქარელსა და კასპში სემესტრის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომელსაც პარტნიორი სკოლების წარმომადგენელი: მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე შეფასდა პროგრამის ფარგლებში გაწეული მუშაობა. პრეზენტაციისას ვისაუბრეთ პროექტის მიზნებზე, აქტივობებზე, პარტნიორების როლზე და მათ კომპონენტზე. მონაწილეები გაეცნენ მიმდინარე სემესტრში დაგეგმილ აქტივობებს, გაერთანებულ კამპანიებს, ასევე, მიიღეს ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში შექმნილი სასკოლო თვითმმართველობის გზამკვლევის შესახებ, ხოლო პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებმა საკლუბო მუშაობის და მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტების პრეზენტაცია გააკეთეს.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა „საზოგადოება ბილიკი“.