შეხვედრა მარნეულში

თარიღი: .

2023 წლის 15 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

„საზოგადოება ბილიკის“ ასოციაციის თავმჯდომარე მარიკა მღებრიშვილმა მონაწილეებს პროექტის მიზნები და დაგეგმილი საქმიანობა გააცნო. ,,საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი, სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „Slovak Aid“-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებენ ერთობლივ პროექტს. 2023 წლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი მონაწილეობას მიიღებს პროექტის საქმიანობაში. შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განხორციელების პერსპექტივები და თანამშრომლობის გეგმა განიხილეს. შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, „საზოგადოება ბილიკის“ და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.