„მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის“ ლექციათა ციკლი
2022 წლის 8 ივლისს, საქართველოს გაეროს ასოციაციამ, „საზოგადოება ბილიკთან“ თანამშრომლობით გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის გამართა „მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის“ ლექციათა ციკლი უკრაინის ისტორიისა და რუსეთ-უკაინის მიმდინარე ომის შესახებ.
ლექციები ჩაატარეს: პაატა ზაქარეიშვილმა - კონფლიქტოლოგი, პოლიტოლოგი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი; ბექა კობახიძემ - ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
„მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი“ საქართველოს გაეროს ასოციაციის სამოქალაქო განათლების პლატფორმაა, რომელიც პროექტ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) - ის ფარგლებში ჩამოყალიბდა.