მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის "დასაქმებაზე კონსულტაციისა და მიმართვის ცენტრი" და საზოგადოება „ბილიკი" გთავაზობთ ერთობლივ ინიციატივას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის "დასაქმებაზე კონსულტაციისა და მიმართვის ცენტრი" (შემდგომში ცენტრი) დაარსადა 2007 წლის ივლისში ქ. თბილისში. დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებელს სთავაზობს საშუამავლო მომსახურებას დასაქმების სფეროში. კერძოდ, იგი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას: პროფესიული კონსულტაცია სამუშაოს მოძიების საკითხზე; ინფორმაციის მიწოდება დასაქმების შესაძლებლობის შესახებ; კვალიფიციური კონსულტირება პროფესიული მომზადების, გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შესახებ; დამსაქმებელთა მოთხოვნების შესაბამისად სამუშაოს მაძიებელთა პირველადი შერჩევა და და დამსაქმებლისათვის კონკრეტული კანდიდატურების შეთავაზება; რეზიუმეს (CV) შედგენაში დახმარება და დამსაქმებლისათვის გადაგზავნა;
ცენტრმა შრომის ბაზარზე ჩაატარა კვლევები (საქართველოს 14 რეგიონში), რის შედაგადაც დადგინდა ბაზრის მოთხოვნები და მოპოვებული იქნა ვაკანსიები. უშუალოდ დამსაქმებლებისაგან მოპოვებულ ვაკანსიებზე ცენტრი უზრუნველყოფს შესაფერისი კანდიდატის შერჩევასა და გაგზავნას. დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი. ცენტრის მომსახურება როგორც სამუშაოს მაძიებლისათვის, ისე დამსაქმებლისთვის მთლიანად უფასოა! საზოგადოება „ბილიკი", აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, იწყებს მსგავსი კვლევების ჩატარებას გორის რაიონშიც. ასეთი თანამშრომლობის მიზანია დაეხმაროს გორის მოსახლეობას და მცირედი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქალაქის მოსახლეობის დასაქმებაში. ამ მიზნით გორში უნდა გამოიკითხოს დამსაქმებელთა მოთხოვნები და მოძიებული იქნეს ვაკანსიები, აგრეთვე მოხდეს დასაქმების მსურველების რეგისტრაცია. ორგანიზაციის მოხალისეებს გთავაზობთ აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობის მიღებას. საზოგადოება „ბილიკი" მოგცემთ საშუალებას გაიაროთ ერთდღიანი ტრენინგი ზემოთ აღნიშნულ ცენტრში. ეს დაგეხმარებათ მიიღოთ შესაბამისი ცოდნა, ახალი უნარები, მოგცემთ გამოცდილებას და თქვენი საქმიანობა ორგანზიაციისთვის და პირადი პროფსიონალიზმის ამაღლებისთვის უფრო ნაყოფიერი და მრავალფეროვანი გახდება. დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით თამარ წულუკიძეს -სოციალური სამსახურის ჯგუფის ლიდერი 2007 წლის 2 მაისამდე. ტელ. 893-30-88-89/ 8 270-7-54-10 მიღების საათები: 12.00-17.30 (შაბათ-კვირის გარდა) |