მოხალისეობრივი პროგრამის და ჟურნალისტიკის კლუბის პრეზენტაცია

  

19 თებერვალს სასტუმრო „ვიქტორიაში" საზოგადოება „ბილიკის" მოხალისეობრივი პროგრამის და ჟურნალისტიკის სტუდიის პრეზენტაცია მოეწყო. მოხალისეებს და ჟურნალისტიკის კლუბის წევრებს, რომლებმაც უკვე დაამთავრეს ოთხთვიანი პროგრამა, სერთიფიკატები გადაეცათ.

როგორც თავად ახალგაზრდებმა აღნიშნეს, ეს ოთხი თვე მათ ცხოვრებაში ძალიან საინტერესო პერიოდი იყო - შეიძინეს ცოდნა, მიიღეს გამოცდილება,  უწევდათ სასიამოვნო გარემოში  ყოფნა.

საზოგადოება „ბილიკში" მოხალისეობის პროგრამა 2006  წლიდან ხორციელდება და ყოველწლიურად აპლიკანტთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება.  18 თებერვლის, პრეზენტაციას, ჟურნალისტიკის კლუბის ახალი წევრები და ის 17 ახალგაზრდაც დაესწრო, რომლებიც  მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ორგანიზაციის სხვადასხვა სამსახურში იმუშავებენ.

პრეზენტაციის ბოლოს ნაჩვენები იქნა ჟურნალისტიკის სტუდის მიერ  გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბავშვთა უფლებების შესახებ. ფილმმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service