„საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების და ოჯახების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია"  პროექტის საზეიმო დახურვა

  

12 თებერვალს სასტუმრო „ვიქტორიაში" საზოგადოება „ბილიკის"ერთ-ერთი პროექტის „საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების და ოჯახების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია" საზეიმო დახურვა მოეწყო. პროექტი  ფედერაციასთან „გადავარჩინოთ ბავშვები" (Save the Children) თანაპარტნიორობით და ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ჰუმანიტარული დახმარების ოფისის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით 2009 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის 15 თებერვლამდე ხორციელდებოდა.

პროექტის დახურვის ღონისძიებას დონორი ორგანიზაციის, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პროექტის ბენეფიციარები დაესწრნენ. საზოგადოება „ბილიკის" აღმასრულებელმა დირექტორმა მარიკა მღებრიშვილმა პროექტის შედეგების  პრეზენტაცია გააკეთა. ანიმატორებმა მაკა კიკნაველიძემ და ქეთინო ვანიშვილმა კი დეტალურად ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განხორცილებული აქტივობების შესახებ  . საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება მიეცათ ბენეფიციარებსაც, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ეს მაათთვის მართლაც დაუვიწყარი დღეები იყო და მოხარულები იქნებოდნენ თუ გაგრძელდებოდა პროექტი.

სახალხო დიპლომატიის კავკასიური ცენტრის წარმომადგენელმა არინა თავაქარაშვილმა კი ასეთი პროექტების აუცილებლობაზე ისაუბრა: „2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ მე ძალიან ბევრ დევნილთან მომიწია შეხვედრა, მათ შორის ბავშვებთან. დღეს არა ერთი ცნობილი სახე ვნახე ამ დარბაზში, მინდა გითხრათ რომ ისინე დღეს ბევრად უკეთესები არიან, ვიდრე მაშინ იყვნენ -  უფრო მეტად განვითარებულები, ხალისიანები და ლაღები. სწორედ ამის გამო ასეთი პროექტები უნდა გაგრძელდეს. ადამიანურად ყველას, ვინც ამ პროექტში მონაწილეობდით, დიდ მადლობას გიხდით".

ღონისძიების დასასრულს საზოგადოება „ბილიკის" აღსაზრდელებმა, პროექტის ბენეფიციარებთან ერთად  სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service