2 თებერვალს, სასტუმრო „ვიქტორიაში" პროექტის „რესურს-ცენტრი გორელი დევნილების თვის" დახურვის ღონისძიება მოეწყო. პროექტს საზოგადოება „ბილიკი", ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით გასული წლის აპრილიდან ახორციელებდა. პროექტის მიზანი იყო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მოზარდებითვის ხელშეწყობა სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებისთვის და ადგილობრვ საზოგადოეაბაში მათი ინტეგრაციისთვის. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის ტრენინგ-ცენტრი, ინტერნეტ-ცენტრი და ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. საზოგადოება „ბილიკის" ლიდერ მოზარდებთან ერთად ეწყობოდა დებატები და დისკუსიები, ასევე გასვლითი ღონისძიებები და ექსკურსიები.
დახურვის ღონისძიებას პროექტის ბენეფიციარები, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოეწყო რესურს-ცენტრის მუშაობის ამსახველი ფოტო გამოფენა და სლაიდ-შოუ, პროექტის ასისტნტმა ნანა გლახაშვილმა კი მოწვეულ სტუმრებს დეტალურად მოუყვა მათ მიერ განცორციელებული აქტივობების სესახებ. ღონისძიების დასასრულს რესურს-ცენტრში ჩართულ ყველაზე აქტიურ მოზარდებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ. მოზარდები აღნიშნავდნენ, რომ ეს პერიოდი მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ისურვებდნენ კიდევ გაგრძელებულიყო პროექტი.