
| საზოგადოება ,,ბილიკმა" დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება ბავშვთა უფლებების შესახებ სახელწოდებით ,,ეს ჩემი უფლებაა". გადაღებას წინ უძღვოდა სცენარების შესარჩევი კონკურსი, რომელშის მონაწილეობას იღებდნენ 13-დან 18 წლამდე ბავშვები. საბოლოოდ შეირჩა 6 ჯგუფი და 10 სცენარი. თითოეული სცენარი წარმოადგენს ერთ მუხლს ბავშვთა უფლებათა კონვენციიდან. შერჩეულ ბავშვებს ჩაუტარდათ 5 დღიანი ტრენინგი სასტუმრო ,,ვიქტორიაში". 10, 11 ივლისი ბავშვთა კონვენციის გაცნობას, მათ უფლებებსა და მოვალეობებს დათმო, ხოლო მომდევნო 3 დღე - კინოს ისტორიას, კლასიკოს რეჟისორებს, რეჟისორული სცენარის წერის უნარ-ჩვევებსა და გადაღების ტექნოლოგიებს. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა გადამღები ჯგუფი. ფილმის გადაღებები კი 24 ივლისიდან დაიწყება. |