ერთწუთიანი ფილმების პრეზენტაცია

  

2009 წლის 3 ივნისს სასტუმრო ვიქტორიაში ერთწუთიანი ფილმების პრეზენტაცია მოეწყო. ნაჩვენები იქნა 6 ერთწუთიანი ფილმი, რომლებიც მოზარდებმა ფესტივალის „სამყარო შენი თვალით" ფარგლებში გადაიღეს. თითოეულ ფილმს ჰქონდა სლოგანი, რომელიც ფილმის იდეას ეხმაურებოდა.

  • „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია"
  • „იყავი ტოლერანტი"
  • „ჩვენ გვინდა მშვიდობა"
  • „ვიზრუნოთ, რომ მისი ცხოვრება რეალობად იქცეს"
  • „დედა, ჩვენ შენი ზრუნვა გვჭირდება"
  • „ვიზრუნოთ სილამაზისა და სისუფთავისათვის ყველა ასაკში"

ექვსივე ფილმმა სტუმართა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. 6 სხვადასხვა პროფესიის ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ კი გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოავლინა. საუკეთესო ფილმად დასახელდა ფილმი სლოგანით „იყავი ტოლერანტი", რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს ეხებოდა. (სცენარის ავტორები ანი სამხარაძე, ნინო ნასყიდაშვილი, მერი ეგნატაშვილი).

 ფილმის საუკეთესო იდეად აღიარეს ფილმი ნარკომანიაზე, სლოგანით „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია" (სცენარის ავტორები - მარიამ ვანიშვილი, თეონა ინდუაშვილი, მარიამ კარპენკო).

საუკეთესო მსახიობად მანუჩარ ჩიხლაძე დასახელდა, რომელიც მზრუნველობამოკლებული ბავშვის როლს ასრულებდა.

სპეციალურ ნომინაციაში - ჟიურის სიმპატია კი დაჯილდოვდა ფილმი სლოგანით „ჩვენ გვინდა მშვიდობა" (სცენარის ავტორები გვანცა დოლუაშვილი და სოფო ბედოშვილი). 

თითოეული გამარჯვებული სვაროვსკის სუვენირებით და მიღწეული წარმატებისთვის დიპლომებით დაჯილდოვდა. სამახსოვრო პრიზები გადაეცათ  სცენარის ავტორებს და ფილმის მსახიობებსაც. ერთწუთიანი ფილმების ფესტივალი „სამყარო შენი თვალით" საზეიმო ვითარებაში, ტორტის გაჭრით დასრულდა. 

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service