ტრენინგ-კურსი ბავშვათა კლუბების ხელმძღვანელებისთვის

  

2009 წლის 8 მაისს, საზოგადოება „ბილიკში" მოეწყო ბავშვთა კლუბების ხელმძღვანელების არჩევნები. მანამდე კი კლუბების ხელმძღვანელობის მსურველებმა თავიანთ კლუბებში ჩაატარეს საჩვენებელი ტრენინგები, რის შემდეგაც მოხდა 5 მოზარდის შერჩევა, რომლებიც 2009 წლის სექტემბრიდან, როგორც მოხალისეები, უხელმძღვანელებენ ბავშვთა უფლებების, სადისკუსიო და ეკოლოგიის კლუბებს, აგრეთვე ლიდერთა ქსელს. სწორედ ამ ბავშვებისთვის 19-22 მაისს დაბა ბაკურიანში (სასტუმრო „ვიქტორაიაში") მოეწყო გასვლითი ტრენინგ-კურსი. მასში აგრეთვე მონაწილეობდნენ კლუბების ახლანდელი ხელმძღვანელები (სულ 12 მოზარდი).

გასვლითი ტრენინგის მთავარ მიზანს წარმოადგენდა პროექტის „მოზარდი და საზოგადოება" (ბავშვთა გლობალური ფონდი) ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამება, დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა, ანალიზის გაკეთება და აქედან გამომდინარე შეცდომების გამოსწორების გზების მოძებნა.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე განხილულ იქნა შემდეგი თემები:

  • აქტიური მოქალაქე
  • წარმატებული კომუნიკაცია და ორატორობის ტექნიკები
  • დებატების ჩატარების ტექნიკა
  • ურთიერთობის ფორმები

გასვლითი ღონისძიების ერთ-ერთი მიზანი იყო სამომავლო მუშაობისთვის მოზარდების დაახლოება და ეფექტური გუნდის ჩამოყალიბება. მოზარდებმა დასახეს ახალი მიზნები და მათი მიღწევის გზები. თითოეული კლუბის საქმიანობაში მომავალი წარმატებისა და წინსვლისთვის გაჩნდა ახალი იდეები. 

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service