საზოგადოება „ბილიკი" გაცნობებთ
2009 წლის 10 მაისიდან პროექტის „რესურს ცენტრი გორელი დევნილილებისთვის" (დონორი ორგანიზაცია - ღია საზოგადოება საქართველო") ფუნქციონირებას იწყებს რესურს ცენტრი 14-18 წლის დევნილი ახალგაზრდებისთვის (გორი, მშვიდობის 12, კულტურის და ტურიზმის ცენტრი). რესურს ცენტრი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
- 1. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ ტრენინგები შემდეგ საკითხებში:
- კონფლიქტოლოგია;
- ბავშვთა უფლებები;
- მცირე ბიზნესის წარმოება;
- ლიდერობა;
- მოხალისეობა
- 2. რესურს ცენტრში არსებული ინტერნეტ ცენტრი მოემსახურება ახალგაზრდებს, რათა მათ:
- მოიძიონ სასურველი ინფორმაცია და გაიღრმავონ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
- დაუკავშირდნენ თანატოლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მოამზადონ ერთობლივი პროექტები
- 3. რესურს ცენტრში ფუნქციონირებას დაიწყებს დებატ-კლუბი, რომელიც მოამზადებს და მოაწყობს:
- შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან;
- აქციებს;
- გასვლით ღონისძიებებს.
მონაწილეების შერჩევა მოხდება განაცხადის ფორმების საფუძველზე. განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ ვებ გვერდიდან http://www.biliki.ge/ ან მობძანდით მის მისაღებად მისამართზე:
გორი, რუსთაველის 19/ა,
ტელეფონი 75410,
საკონტაქტო პირი - ეკა ბენიაშვილი
გთხოვთ, მოგვაწოდოთ განაცხადის ფორმები 2009 წლის 2 მაისამდე, დღის 16 საათამდე