საზოგადოება „ბილიკი"

 

 

საზოგადოება „ბილიკი" უკვე დიდი ხანია მუშაობს ბავშვთა პრობლემებზე, წლიდან წლამდე ჩვენი აქმიანობა ფართოვდება, გარდა იმისა, რომ ჩვენ ადგილზე ვუწევთ ბავშვებს დახმარებას, ასევე ვცდილობთ შევეხოთ ყველა იმ სფეროს, სადაც ბავშვი უმეტეს დროს ატარებს.

წლების მანძილზე ბავშვებთან და ოჯახებთან ურთიერთობისას დაგროვდა ვრცელი ინფორმაცია და შესაბამისი გამოცდილება. რათა მოვახდინოთ ამ გამოცდილების გაზიარება, შევქმენით სპეციალური ტრენინგ - ცენტრი პედაგოგებისა, მოზარდებისა და მშობლებისთვის.

სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგებს საზოგადოება „ბილიკის" ტრენინგ - ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს თემაზე:

„სკოლამდელი ასაკის ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებანი"

ტრენინგი აგებულია, ზრდასრულთა სწავლების ეტაპების გათვალისწინებით და მოიცავს, როგორც თეორიულ მასალას, ასევე ჯგუფურ და ინდივიდუალურ სავარჯიშოებს.

აღნიშნული ტრენინგი დაეხმარება პედაგოგებს:

  • პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში
  • პიროვნულ და პროფესიულ თვითგამორკვევაში
  • განვითარების ფსიქოლოგიაში ცოდნის შეძენაში
  • აღსაზრდელებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარ - ჩვევების გამომუშავებაში
  • გამოცდილების გაზიარებაში და ახალი იდეების დანერგვაში

მსურველებს გთხოვთ, წარმოადგინოთ CV (სამუშაო გამოცდილება) და სამოტივაციო წერილი.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის მიხდედვით

ტრენინგი უფასოა

შერჩეული კანდიდატები გადაიხდიან  სარეგისტრაციო თანხას 5 ლარის ოდენობით

ტრენინგი ჩატარდება 2009 წლის 18 - 20 თებერვლის ჩათვლით

განცხადების მიღება იწარმოებს 17 თებერვლის ჩათვლით

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მისამართზე:

გორი, საზოგადოება  „ბილიკი"  რუსთაველის  19 .  ტელ:  7 - 54 - 10

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service