| საზოგადოება „ბილიკი" ახორციელებს პროექტს „მოზარდი და საზოგადოება" („ბავშვთა გლობალური ფონდი"), რომლის ფარგლებშიც აცხადებს მოზარდების მიღებას შემდეგ კლუბებში: ბავშვთა უფლებების კლუბი ეკოლოგიის კლუბი სადისკუსიო კლუბი
კლუბების მუშაობის მიზანია უზრუნველყოფილ იქნას გორის მოზარდების გააქტიურება და სამოქალაქო განვითარების მხარდაჭერა. კლუბის წევრები იმუშავებენ შემდეგი მიმართულებით: მოაწყობენ ყოველკვირეულ ტრენინგ - სემინარებს; ჩაატარებენ დისკუსიებს და დებატებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე; მოზარდებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ ღია კონსტრუქციულ დიალოგში, იმსჯელონ მოზარდების და ახალგაზრდების სკოლის, ოჯახის და საზოგადოების პრობლემებზე, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები; შეისწავლიან ბავშვთა უფლებებს, პრაქტიკულ სამართალს და სამოქალაქო უფლებებს; აიმაღლებენ გარემოს დაცვის საკითხების მიმართ ცნობადობას, გაუძღვებიან გარემოს დაცვით ღონისძიებებს და დაიცავენ ადგილობრივ გარემოს; მოაწყობენ ექსკურსიებს, ლაშქრობებს, გასვლით ღონისძიებებს ითანამშრომლებენ ორგანიზაციის ლიდერთა ქსელთან და სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.
თითოეული კლუბი იმუშავებს სამი თვის მანძილზე და წევრებს გადაეცემათ სერთიფიკატები აპლიკაციის შესავსებად მოგვმართეთ საზოგადოება „ბილიკში" 2009 წლის 20 თებერვლამდე მისამართი: ქ. გორი, რუსთაველის ქუჩა 19 ა. ტელ: 8 (270) 7 - 54 - 10 |