
| 16 დეკემბერს ჟურნალისტიკის სტუდიის მიწვწვით „ბილიკს" პირველი არხის გორის კორესპონდენტი, ნინო ფისაძე ესტუმრა. სტუმრობის მიზანი ჟურნალისტიკის კლუბის საქმიანობის გაცნობა და ახალგაზრდებისთვის პროფესიული გამოცდილების გაზიარება იყო. შეხვედრა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ნინო ფისაძემ და „ბილიკელებმა " ისაუბრეს ჟურნალისტურ ეთიკაზე, პროფესიონალიზმზე... სტუმარმა თავისი პირველი ნაბიჯებიც გაიხსენა ჟურნალისტიკაში და პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის ახალგაზრდებს არაერთი რჩევაც მისცა. აღსანიშნავია, რომ ნინო ფისაძე მხოლოდ რჩევებით არ შემოიფარგლა და მომავალი თვიდან „ბილიკელ ჟურნალისტებს" მასათნ ერთად გადაღებებზე სიარული შესთავაზა. როგორც უკვე აღვნიშნეთ 16 დეკემბერს ჟურნალისტიკის სტუდიის მიწვევით „ბილიკს" პირველი არხის გორის კორესპონდენტი, ნინო ფისაძე ესტუმრა. სტუმრობის მიზანი ჟურნალისტიკის კლუბის საქმიანობის გაცნობა და ახალგაზრდებისთვის პროფესიული გამოცდილების გაზიარება იყო. შეხვედრა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ძალიან საინტერესოდ წარიმართა... ყველაფერი კი ასე დაიწყო... პირველი ნოემბრიდან „ბილიკში" ჟურნალისტიკის სტუდიის ახალი ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც ჟურნალისტიკის ისტორიას და ზოგად უნარ-ჩვევებს სწავლობენ, ამზადებენ სტატიებს, დადიან ინტერვიუებზე, მუშაობენ სატელევიზიო გადაცემის გაკეთებაზე და პროფესიონალ ჟურნალისტობაზე ოცნებობენ. მანამდე კი, უკვე გამოცდილი ჟურნალისტისაგან გადაწყვიტეს რჩევების მიღება, პირველი არხის გორის კორესპონდენტი ნინო ფისაძე „ბილიკში" მიიწვიეს და რესპოდენტის ამპლუა მოარგეს. უამრავი კითხვა დაუსვეს „ბილიკელებმა" ნინოს, გაახსენეს პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში, პირველი რესპოდენტი, პირველი რეპორტაჟი. ჰკითხეს სარედაქციო შეზღუდვების, ტენდენციურობის, ობიექტურობის შესახებ და მისგან საკმაოდ გულახდილი პასუხებიც მოისმინეს. კითხვაზე, როგორი უნდა იყოს კარგი ჟურნალისტი ნინო ფისაძემ ასე უპასუხა: „კარგი ჟურნალისტი თვითკრიტიკული უნდა იყოს და რაც მთავარია შუბლზე ნამუსის ძაფი უნდა ჰქონდეს, კარგი ჟურნალისტი ეთიკური პრინციპებით უნდა მოქმედებდეს და ისეთ სენსაციებზე არ უნდა მუშაობდეს, რომელსაც შეიძლება, თუნდაც ერთი ადამიანის მთელი ცხოვრება გადაჰყვეს". „ბილიკელებმა" პროფესიული რჩევებიც მიიღეს: „ნებისმიერ პროფესიაში წარმატების მისაღწევა ბევრი შრომაა საჭირო, ჟურნალისტიკაში კი კიდევ უფრო მეტია აუცილებელი, ძალიან ბევრი უნდა იკითხოთ, ბევრი უნდა ისწავლოთ...ნურასოდეს მოდუნდებით... თუ ჟურნალისტობას გააგრძელებთ, გახსოვდეთ, რომ მასმედიას საზოგადოების მართვა შეუძლია და ეს ფუნქცია ბოროტად არასოდეს გამოიყენოთ. თითოეული მასალის მომზადებისას დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ". ნინო ფისაძე მხოლოდ რჩევებით არ შემოფარგლა და მომავალი თვიდან „ბილიკელ ჟურნალისტებს" მასთან ერთად გადაღებებზე სიარული შესთავაზა, იმისათვის, რომ მათ პრაქტიკულადაც შეისწავლონ ჟურნალისტის პროფესია. |