არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ინიციატივით 15 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით თელავში ბავშვთა ინტეგრირებული ბანაკი მოეწყო. ბანაკი ორ ნაკადად გაიმართა. თითოეულ ნაკადში მონაწილეობა მიიღო 20 ბავშვმა. საბავშვო ბანაკის მიზანი ასპინძის ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, შიდა ქართლში არსებული დღის ცენტრ „სხივის", ცხინვალის რეგიონის - სოფელ ფხვენისი, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ბავშვების ერთმანეთთან ინტეგრაციო იყო ბავშვებისთვის დაგეგმილი იყო სხვადასხვა ღონისძიება. თბილისში მათ გაუმასპინძლდათ რესტორანი „მარკო პოლო". ბავშვები თბილისელ თანატოლებთან ერთად გაემართნენ საკონდიტრო როზალის შოკოლადის ცეხში. ასევე დაათვალიერეს „ასტრა პარკი" და დავთნიანების სახლი. ბავშვები 16 ივლისს თელავში გაემგზავრნენ. ქალაქში შესვლისთანავე ისინი ესტუმრნენ „თელიანი ველის" ღვინის ქარხანას, რომლის წარმომადგენლებმაც მათ საინტერესო ექსკურსია ჩაუტარეს. ბანაკში ყოფნის პერიოდში ბავშვებმა გაიარეს სასწავლო კურსი. ბანაკში სხვა ღონისძიებებთან ერთად საბავშვო ტურიზმის განვითარების მიზნით მოეწყო საველე გასვლები და ექსკურსიები კახეთის ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად და გასაცნობად. საბავშვო ბანაკის მიზანი ბავშვთა ინტელექტუალური განვითარება და აქტიური დასვენება იყო. ცენტრ „სხივის" აღსაზრდელები თეონა მენაბდიშვილი და ილია ხუბულურის თქმით: „ბავშვები ერთმანეთს დავუმეგობრდით და ძალიან გაგვიჭირდა განშორება. ჩვენ კმაყოფილები დავბრუნდით და არ დავივიწყებთ ბანაკში გატარებულ დღეებს". აღნიშნული ღონისძიება ტარდებოდა სხვადასხვა ბიზნესსტრუქტურის მხარდაჭერით. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ელენე რუსეცკი ქალთა საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
|