2008-05-30

საზოგადოება ,,ბილიკის" მაღაზიის მარკეტინგული გეგმის პრეზენტაცია

  

2008წ 30 მაისს, გორის უნივერსიტეტში საზოგადოება „ბილიკის" მაღაზიის მარკეტინგული გეგმის პრეზენტაცია მოეწყო. პროექტი გორის უნივერსიტეტისა და მშვიდობის კორპუსის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და გულისხმობდა გორის უნივერსიტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის 3 თვიან ტრენინგებს ტურიზმის მარკეტინგსა და მენეჯმენტში, ასევე სტაჟირების პროგრამას გორში არსებულ 5 სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის საზოგადოება „ბილიკში". პროექტის მიზანი იყო სტუდენტების აღჭურვა ახალი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, გორში არსებული  ორგანიზაციების მხარდაჭერა და, საერთო ჯამში, ტურმიზმის განვითარება შიდა ქართლში.

პროგრამის მთავარი სამიზნე ობიექტი „ბილიკის" მაღაზია იყო, რომელმაც 2006 წლის სექტემბრიდან დაიწყო ფუნქციონირება Save the children/USAID პროექტის ,,ახალი ცხოვრების დასაწყისის" ფარგლებში. აქ  მუდმივადაა გამოფენილი საზოგადოება ,,ბილიკის" ბენეფიციარი ბავშვების ნამუშევრები.  მაღაზია გორში ჩამოსული ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია, რადგან იქ ხელნაკეთი ნივთების ფართო არჩევანია.

პროექტში მონაწილე სტუდენტების დახმარებით, ,,ბილიკში" გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმა შეიქმნა, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის გავრცელებას, ახალი სანიშნეების დადგმას ქალაქში, რათა უფრო ადვილად მისაგნები გახადოს მაღაზია არა მარტო გორში ჩამოსული ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის.  

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service