1 ივნისს სასტუმრო ვიქტორიაში „ბილიკის" მიერ განხორციელებული ორი წარმატებული პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. პროექტები ბავშვთა ფგლობალური ფონდის „ბავშვიდა მომავალი ცხოვრება" პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ახალგაზრდების გააქტიურებასა და შემეცნებითი დონის ამაღლებას ისახავდა.
კონკურსის გამოცხადებამდე მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ქათნო ალექსანდერმა საზოგადოება „ბილიკის" ლიდერთა ქსელისთვის ჩაატარა ტრენინგი პროექტის დაგეგმვასა და მართვის შესახებ. ლიდერებმა კი, თავის მხრივ, ეს ცოდნა თავიანთ სკოლებში გაავრცელეს. ერთი დამარტებითი ტრენინგი ტირძნისის სკოლისთვისაც ჩატარდა. მცირე საგრანტო კონკურსში გორისა და გორის რაიონში მცხოვრებმა საჯარო სკოლების 14-17 წლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ 5 კაციანი გუნდები შექმნეს, რომელსაც ერთი ზრდასრული ხელმძღვანელი ჰყავდა. ოთხი გამარჯვებული პროექტი ორასი ამერიკული დოლარით დაფინანსდა. პროექტები ეხებოდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას, გარემოს დაცვა-დასუფთავებას, კულტურული მემკვიდრეობისა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას სკოლებში, რასაც გამარჯვებული სცენარის ავტორებმა წარმატებით გაართვეს თავი.
მეორე წარმატებული პროექტის პრეზენტაცია ეხებოდა ერთწუთიანი ფილმების კონკურსს „სამყარო შენი თვალით", რომლითაც მოზარდებს საშუალება მიეცათ თავიანთი იდეები კადრების საშუალებით გადმოეცათ. ოთხი ერთწუთიანი ფილმიდან გამარჯვებული გახდა „თანადგომა", რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის დახმარებაზე იყო ყურადღება გამახვილებული. კონკურსის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები. პრეზენტაციამ თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა.