2008-05-08

,,სამყარო შენი თვალით"

  

ერთწუთიანი ფილმების კონკურსში ,,სამყარო შენი თვალით" შერჩეული საუკეთესო სცენარების ავტორებმა 8-11 მაისს  ბაკურიანში ტრენინგი გაიარეს. საზოგადოება ,,ბილიკის" და ,,ბავშვთა გლობალური ფონდის" მხარდაჭერით ორგანიზებული 3 დღიანი კურსის განმავლობაში ბავშვებმა შეისწავლეს სცენარების წერისა და ვიდეო გადაღების ტექნიკა, მონტაჟი, იმუშავეს სცენარებზე, რომლებზეც ისინი ერთწუთიან ფილემებს გადაიღებენ.

შერჩეული სცენარიდან თითოეულზე ბავშვების 3 კაციანი გუნდი იმუშავებს. წარმოდგენილი სცენარებიდან ერთი ეხება კონფლიქტის თემას ქართველ და ოს ხალხს შორის, ოჯახურ ძალადობას, უნარშეზღუდულ ადამიანთა თანადგომასა და ტოტალიზატორების თემას.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ,,სამყარო შენი თვალით" დასკვნითი ნაწილი 1 ივნისსს გაიმართება. ფესტივალზე გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევრები და მოეწყობა მათი დაჯილდოვება. ფილმები ნაჩვენები იქნება ტელევიზიის ეთერით და გაიგზავნება სხვადასხვა ფესტივალებზე.   

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service