2008-06-22

გავუფრთხილდეთ დედამიწას

  

22 აპრილს, დედამიწის დღის აღსანიშნავად საზოგადოება ,,ბილიკის" ორგანიზებით აქცია მოეწყო, სადაც ორგანიზაციის ყველა კლუბი იღებდა მონაწილეობას. აქციის მონაწილეებმა გორი ციხის მიმდებარე ტერიტორია   საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაასუფთავეს და სხვადასხვა ნარგავები დარგეს.

საზოგადოება ,,ბილიკის" ბენეფიციარებმა ამ ერთ დღიანი აქციით თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში და მოსახლეობის ინფორმირებაში, რომ გაუფრთხილდნენ და არ დააბინძურონ გარემო, რითაც ისინი ხელს შეუწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და გაუფრთხილდებიან თავიანთ ჯანმრთელობას.    

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service