2008-06-15

,,გვიყვარხართ"

  

,,გვიყვარხართ"- ასეთი იყო საზოგადოება ,,ბილიკის" ჟურნალისტიკის კლუბის მიერ ორგანიზებული აქციის მთავარი გზავნილი, რომელიც 15 აპრილს, სიყვარულის დღეს მოეწყო. სიყვარული ,,ბილიკის" ბენეფიციარებმა  ქუჩაში გამვლელი შეყვარებული წყვილებისათვის და  უბრალო გამვლელებისათვის ლამაზად შეფუთული შოკოლადებით გამოხატეს. ეს დღე ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. აქციის მიზანი  შეყვარებული წყვილებისა და უბრალო გამვლელების  მომღიმარი და ბედნიერი სახეების დანახვა იყო, რაც წარმატებით იქნა მიღწეული. ლამაზად შეფუთული სუვენირები, ბევრი გახარებული სახე სიყვარულის დღეს ხალისს მატებდა. მსგავსი აქციებით ,,ბილიკი" მრავალჯერ გაგახარებთ.   

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service