2008-06-02

სტუმრად გადაცემა ,,კედელში"

  

2 აპრილს საზოგადოება ,,ბილკის" ჟურნალისტიკის სტუდიის წევრები ახალგაზრდულ თოქ- შოუ ,,კედელს" ეწვივნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს ორი გადაცემის ჩაწერაში, რომელთაგან ერთი მუსიკალურ კონკურსებს ეხებოდა, მეორე კი ნარკომანიის თემას.

პირველ თემასთან დაკავშირებით მოწვეულნი იყვნენ მომღერლები - ანრი ჯოხაძე, მაია ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი და იურმალას შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული აზერბაიჯანელი მომღერლები.მათ  საერთასორისო მუსიკალური კონკურსებზე და ქართველი მომღერლების იქ მოხვედრის პერსპექტივებზე იმსჯელეს. მეორე თემა გაცილებით სერიოზული და აქტუალური იყო. ბავშვები და მოწვული სტუმრები მსჯელობდნენ იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გაუწიოს საზოგადებამ  თანადგომა წამალდამოკიდებულ ადამიანს და არ უგულებელყოს, რადგან ნარკომანია დაავადებაა და არა დანაშაული.

ისეთ შოუში მონაწილეობა, რომელიც სწორედ ახალგარდების პრობლემებზე და აქტუალურ თემებზეა ორიენტირებული, კლუბის წევრებისათვის სასამოვნო და ბევრის მომცემი იყო. ისინი გაეცვნენ თოქ-შოუს სპეციფიკას,  გამოთქვეს თავიანთი აზრი და შეიძინეს ახალი მეგობრები, რომლებთანაც აქტიურ თანამშრომლობას და საინტერესო პროექტების განხორციელებას აპირებენ.

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service