
| ,,როგორ დავიწყოთ მცირე ბიზნესი" - ამ სახელწოდებით საზოგადოება ,,ბილიკში" 2-5 აპრილს ტრენინგები ჩატარდა. ოთხ დღიანი კურსი ორგანიზაციის ბენეფიციარი მშობლებისათვის მომზადდა და მოიცავდა ბევრ სასარგებლო ინფორმაცის მცირე ბიზნესისი დასაწყებად საჭირო პროცედურების, ბიზნეს გეგმის შემუშავების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისა და საბანკო სესხის აღებასთან დაკავშირებით; ასევე ზოგად თეორიულ ცოდნას მენეჯმენტისა და მარკეტინგის უმარტივესი ხერხებისა და ბიზნესის სახეების შესახებ. ტრენინგში საზოგადოება ,,ბილიკის" რვა ბენეფიციარი მშობელი იღებდა მონაწილეობას. საკუთარი მცირე ბიზნენის შესაქმნელად საჭირო უნარების გამომუშავებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სამ დღიანი ტრენინგ-პროგრამა მშობლების ინტერესების გამოკვლევის შემდეგ შეირჩა და დაიგეგმა. საზოგადოება ,,ბილიკის" აღმასრულებელი დირექტორის მარიკა მღებრიშვილის განცხადებით: ,,ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა ბენეფიციარი მშობლების პროფესიული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული და მცირე ბიზნესის დასაწყებად საჭირო ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ეს ტრენინგები მათი თხოვნით დავნერგეთ და მომავლშიც ვაპირებთ ამ მხრივ მუშაობის გაგრძელებას". ტრენინგის ბოლოს მონაწილე მშობლებისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კონსტანტას" წარმომადგენლებთან მოეწყო შეხვედრა, სადაც ისინი უფრო ახლოს გაეცნენ ამ ორგანიზაციის მომსახურების თავისებურებებს. შეხვედრამ სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა. სესხის ოფიცრების მიერ თავიანთი პრაქტიკიდან მოყოლილი მცირე ბიზნესის განვითარების წარმატებული მაგალითები ტრენინგის მონაწილეებისათვის ნაცნობი აღმოჩნდა და ისინიც მონდომებით ჩაერთვნენ მათ განხილვაში. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მცირე ბიზნესის განვითარების ტრენინგები ძალიან სასარგებლო იყო მათთვის და მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ აქ მიღებულ ცოდნას. |