2008-04-02

3 მარტი ,,ბილიკში"

  

დედის დღე საზოგადოება ,,ბილიკში" მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროში აღინიშნა. 3 მარტს ბილიკელებმა რამოდენიმე ღონისძიება დაამთხვიეს.

ჯერ იყო მინი კონცერტი, რომელშიც  ბილიკის ბენეფიციარები იღებდნენ მონაწილეობას. ერთმანეთს ენაცვლებოდა დედისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები. უცხო არავინ იყო და პატარები იმპროვიზაციასაც მიმართავდნენ. ყველას უნდოდა, დედისათვის ეს დღე მიელოცა და იქ დამსწრე მშობლები გაეხარებინა.
კონცერტის ბოლოს ,,ბილიკის" მოხალისეების დაჯილდოვება გაიმართა. ოთხ თვიანი მოხალისეობრივი პროგრამა, რომელიც ნოემრიდან დაიწყო, 7 მოხალისემ წარმატებით დაასრულა. მათ შესაბამისი სერთიფიკატები და რეკომენდაციები გადაეცათ. ,,ბილიკის" აღმასრულებელმა დირექტორმა მარიკა მღებრიშვილმა კარიერაში მათი პირველი ნაბიჯები დადებითად შეაფასა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
საზოგადოება ,,ბილიკი" 2006 წლის თებერვლიდან წარმატებით ახორციელებს მოხალისეობის პროგრამას, რომელშიც უკვე 11 მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს  მოხალისეობის დანერგვას საქართველოში, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესათავაზოს სამუშაო გამოცდილება და შექმნას მოტივირებულ და კვალიფიციურ მოხალისეთა ბაზა, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ  საზოგადება ,,ბილიკის" პროგრამული სისტემის გამდიდრებაში და თან მიიღებენ კარგ სამუშაო გამოცდიელბას არასამთავრობო ორგანიზაციაში.
საზოგადოება ,,ბილიკი" ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს. მესამე მოხალისეობრივი პროგრამის განხორციელება 4 მარტიდან დაიწყო და აპლიკაციების მიღება 18 მარტს დასრულდება.

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service