2008-06-19

ლიდერები სტუმრად ლიდერებთან

  

30 ოქტომერს საზოგადოება ,,ბილიკს" და მის აქტიურ ახალგაზრდებს ორგანიზაცია ,,ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტი" ეწვია. მათი სტუმრობის მიზანი სერთიფიკატების გადაცემა იყო იმ ბავშვებისათვის, რომლებმაც 2007 წლის 15 მაისიდან 15 ივლისამდე მონაწილეობა მიიღეს ,,ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტის" მიერ განხორციელებულ პროექტში ,,ლიდერობის პროგრამა-ახალგაზრდა ლიდერებისათვის".

პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისათვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ხორციელდებოდა და მოიცავდა ერთ თვიან ტრენინგს.

გორში ამ ტრენინგში მონაწოლეობა მიიღეს საზოგადოება ,,ბილიკის" ახალგაზრდული კლუბის წევრებმა და ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლის აქტიურმა მოსწავლეებმა. ორგანიზაცია ,,ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტის" თავმჯდომარემ გიორგი ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ეს ტრენინგი მათთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო იმიტომ, რომ არ მოელოდნენ ასეთი აქტიური, განვითარებული და ამ საქმეში კარგად ჩახედული ახალგაზრდების დახვედრას.

შეხვედრაზე ტრენინგის ორგანიზატორებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ლიდერთა ქსელის მსგავსმა კლუბებმა საქართველოს ყველა ქალაქში დაეწყოს ფუნქციონირება, სადაც ხშირად მოეწყობა გაცვლითი პროგრამები, ტრენინგ-ბანაკები და ღონისძიებები არაფორმალური განათლების მისაღებად. ამ პროექტში მონაწილეობაზე სურვილი გამოთქვეს ბათუმის ,,პოლიტიკურმა კლუბმა", ქუთაისის ,,სამოქალაქო განათლების შემსწავლელმა ცენტრმა", თბილისის, ოზურგეთის, თელავის და ა.შ. ლიდერებმა.

შეხვედრაზე ,,ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტის" წევრები  საზოგადოება ,,ბილიკის" ლიდერთა ქსელის მუშაობას გაეცნენ და აღნიშნეს, რომ მათ ლიდერების კლუბში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება არა აქვთ, მაგრამ თეორიულ ცოდნას კარგად ფლობენ. მათი გაკვირვება უფრო გააღრმავა  ლიდერთა ქსელის უკვე არსებულმა ვებ-გვერდმა www.gorilideri.my1.ru, რადგან ისინი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ აპირებენ თავიანთი ვებ-გვერდის პრეზენრაციას.

სტუმრებმა საუბარი დაასრულეს იმ იმედით, რომ თანამშრომლობა შედგება და  საქართველოს ლიდერები საზოგადოებისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის გაერთიანდებიან.  

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service