15 ოქტომბერს საზოგადოება ,,ბილიკში" სტუმრიანობა იყო. საერთო სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველოს" ქალთა დეპარტამენტის ორგანიზებით, პროექტ ,,კეშერისა" და ,,ჰილელ-თბილისის" დახმარებით, აქცია მოეწყო. მათ შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთეს საზოგადოება ,,ბილიკის" ხელსაქმის სტუდიას, გადასცეს საქსოვი და საქარგი ძაფები, ბისერები და სხვა მასალები, ბიბლიოთეკა კი რამოდენიმე ათეული წიგნით გაამდიდრეს.
,,მრავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელმა ლილი საფაროვამ და პროექტ ,,კეშერის" კოორდინატორმა ზიზი შაფთოშვილმა ,,ბილიკის" ბენეფიციარებისათვის ჩაატარეს ტრენინგი ეროვნული უმცირესობების შესახებ, სადაც ბავშვებმა მრავალმხრივი ცოდნა გამოავლინეს.
,,მრავალეროვანი საქართველოს" არის მოძრაობა რომელშიც გაერთიანებულნი არიან ეროვნული და რელიგიური უმცირესობები. ორგანიზაციის სლოგანი ძალიან მეტყველია: ,,საქართველო ყველასათვის და ყველა საქართველოსათვის". ამ დევიზით ისინი ფესტიველებსაც მართავენ, რომლის მიზანია მჭიდრო კავშირების დამყარება და თანამშრომლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებთან და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
,,ბილიკი" მომავალშიც აპირებს თანამშრომლობა გააგრძელოს ,,მრავალეროვან საქართველოსთან" და მათთან ერთად საინტერესო პროექტები განახორციელოს შიდა ქართლის მასშტაბით.