ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა

თარიღი: .

ინგლისური ენის შესწავლის ხელშეწყობის მიზნით, ხუთ დღიანი საზაფხულო სკოლა გაიმართა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან.

საზაფხულო სკოლა მოეწყო ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. პროგრამაში ჩართულმა მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად შეაჯამეს ორწლიანი სასწავლო კურსი, რომელმაც ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად ხელი შეუწყო მათ გაცნობოდნენ ამერიკულ კულტურას და წეს-ჩვეულებებს, განევითარებინათ ლიდერის უნარები. საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა ბევრი სახალისო, საინტერსო და ინტერაქტიული ღონისძიებები მოაწყეს. დასასრულს კი მათ სერტიფიკატები გადაეცათ. ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაციის PH International-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში არის „საზოგადოება ბილიკი“.