„მომავლის თაობა“

2016 წლის ევროპის დღეებს საზოგადოება „ბილიკიც“ შეუერთდა, ამისთვის მზადება კი რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, როდესაც პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ჩატარდა ახალგაზრული ფორუმი, მოსწავლეთა ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის თემა იყო ევროინტეგრაცია.

 მოსწავლეთა ინიციატივით, რათა მოხდეს საზოგადოების ინფორმაცირებულობა და ევროინტეგრაციის სწორად გაგება, შემუშავდა პროექტი „ევროპული საქართველოს გზა“ 
 პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა საინფორმაციოს ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენელთან, მომზადდა მცირე სიუჟეტიანი ფილმები, ფილმის „ეს არის ევროპა“ ჩვენება და განხილვა,  სკოლებში გაიმართა ნახატების გამოფენა თემაზე ‘საქართველო და ევროკავშირი“ 
 17 მაისს გაიმართა პროექტის ბოლო ღონისძიება _ საჯარო ლექცია თემაზე „ევროინტეგრანციის მნიშვნელობა საქართველოსთვის“ რომელიც წარუძღვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი არჩილ ყარაულაშვილი
ლექციის პარალელურად გაიმართა ნახატებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეების გამოფენა, რომელიც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს 
პროექტი მოეწყო პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. 
შიდა ქართლში პროგრამის პარტნიორია საზოგადოება „ბილიკი“. 
პროექტის მხარდამჭერები იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის მერია, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.