,,მომავლის თაობის’’

 2016 წლის 16 თებერვალს სამოქალაქო განათლების პროგრამის ,, მომავლის თაობის’’ ფარგლებში მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისში ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრში.

 ტექნოპარკი არის ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა და ინტელექტუალური რესურსებით აღჭურვილი სივრცე, სადაც იდეებით აღვსილ ადამიანებს ექმნებათ ყველა პირობა საკუთარი ჩანაფიქრის, წარმატებულ ბიზნესად გარდაქმნამდე. ტექნოპარკი ახალგაზრდებს სთავაზობს ტექნიკურ და მეცნიერულ ბაზას, სადაც მათ შეეძლებათ თანამშრომლობა, ინფორმაციის, უნარებისა და შესაძლებლობების გაზიარება, შემდგომ კი იდეების ერთობლივად განხორციელება. მოსწავლეებს ტექნოპარკის პერსონალმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საჩვენებელი პრეზენტაციის სახით. 
  ბავშვებმა დაათვალიერეს ტექნოპარკი, რომელიც დაყოფილია რამოდენიმე სამუშაო და შემოქმედებით სივრცედ, ესენია საერთაშორისო კომპანიების შოურუმები, ფუნქციურ სივრცეები სატესტო აპარატურით, FabLab, Intel, Samsung, HP, Cisco, Autodesck, Epson ყველა ერთ სივრცეში. მოსწავლეები ასევე გაეცნენ სტარტაპებს რომელიც სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს, როგორიცაა ფინანსური, იურიდიული და ბუღალტრული მომსახურება, კონსულტაცია მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების მართვის და სხვა დარგების ექსპერტებთან.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბი) რომელიც აღჭურვილია ისეთი დანადგარებით როგორიცაა: 3D პრინტერი, 3D სკანერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, (CNC) და ა.შ. ლაბორატორია არის საშუალება გამომგონებლებისა და მეწარმეებისათვის, შექმნან ნებისმიერი ინოვაციური პროდუქტის პირველადი პროტოტიპები, დაამზადონ საცდელი პარტიები და საფუძველი ჩაუყარონ საკუთარი სტარტაპ კომპანიების მშენებლობას.