25 სექტემბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მოსწავლეების შეხვედრა

თარიღი: .

25 სექტემბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მოსწავლეების შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელთან ქ-ნ ეკატერინე ქუთათელაძესთან,

წამყვან სპეციალისტთან ლელა მღებრიშვიოლთან, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან დიმიტრი გოგიაშვილთან და სპეციალისტთან სოფიო ხმიადაშვილთან

შეხვედრა მიზნად ისახავდა გორის მუნიციპალიტეტის ჯადაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სამსახურების საქმიანობის გაცნობას ახალგაზრდებისათვის, რა იგეგმება სამომავლოდ, როგორ შეიძლება მოსწავლეთა მიერ წარდგენილმა პროექტებმა მოიპოვონ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან თანადაფინანსება და მხარდაჭერა. მოსწავლეთა კითხვებს თითოეულმა სტუმარმა ამომწურავი პასუხები გასცეს და თანამშრომლობისათვის მზაობა გამოთქვეს.

ღონისძიება პროექტის "ერთობა" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში“