გალერეა
 
 
 

ზურაბ ჭიაბერაშვილი სტუმრად საზოგადოება „ბილიკში"


ჟურნალისტი ეკატერინე ქოთოლაშვილი | 2012-05-11 - 15:08:26| რეგიონი შიდა ქართლი

11 მაისს საზოგადოება „ბილიკს" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სტუმრობდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ორგანიზაციის დაფუძნების და განვითარების ისტორიით, მუშაობის პრინციპით და იმ სერვისებით დაინტერესდა, რასაც საზოგადოება „ბილიკი" სთავაზობს ბენეფიციარებს. დაათველიერა ორგნიზაცია, გაესაუბრა თანამშრომლებს, დღის ცენტრების აღსაზრდელებსა და ჟურნალისტიკის სტუდიის წევრებს. ბავშვებს კარგად სწავლისკენ და წიგნის სიყვარულისკენ მოუწოდა. დასასრულს აღნიშნა, რომ კმაყოფილია სტუმრობით და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, კვლავ ეწვევა საზოგადოება „ბილიკს".

საზოგადოება ბილიკი | ახალი კომენტარის დამატება

 I  I

ხაშურელი მოსწავლეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ


ჟურნალისტი ეკატერინე ქოთოლაშვილი | 2012-05-15 - 19:08:26| რეგიონი შიდა ქართლი

2012 წლის 11 მაისს ხაშურის და სურამის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა აბიაძე, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი იოსებ ბუაძე, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე მარინე ქათამაძე და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან გუგბერიძე. შეხვედრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაიმართა (USAID/PH International).
შეხვედრის მიზანი ადგილობრივი თვითმართველობის მუშაობის სტრუქტურის გაცნობასთან ერთად, თემში არსებული პრობლემების შესახებ მსჯელობა და ერთობლივად მოგვარების გზების ძიებაც იყო. მოსწავლეთა შეკითხვები შეეხებოდა ქალაქში გაუმართავი ინფრასტრუქტურას, მაწანწალა ძაღლების სიმრავლეს, მოუხრეშავი და მოუწესრიგებელი გზების არსებობას და გარე განათებების არარსებობას, გაუმართავ საკანალიზაციო სისტემას, მდინარე სურამულას დაბინძურებას, გაუმართავ ჯებირებს და ხიდებს, შეზღდულული შესაძლებელობის მქონე პირების უფლებების დაცვას, დევნილთა და სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა ინტეგრირებას.
მოსწავლეებმა შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს თუ რა როლი აქვს თვითმართველობას პრობლემების გადაჭრაში და რისი მოგვარება შეუძლია ადგილობრივ თვითმართველობას ქალაქის ბიუჯეტით. მოსწავლეებს მათ შეკითხვებთან დაკავშირებით გააცნეს სამომავლო გეგმები - ეს ეხება სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას, გზების მოწესრიგებას, კანალიზაციის სისტემის მოგვარებას, ჩატარდება მიწისქვეშა სამუშაები და მოგვარდება წყლის პრობლემაც. მოხდება ცენტრალური ქუჩემის განათება, შეძენილია და განლაგდება ნაგვის ურნები, საკრებულო ასევე უზრუნველყოფს ნაგვის გატანასაც, ჩატარდება ცენტრალურ ქუჩაზე განთავსდება ხმოვანი შუქნიშნები უსინათლოებისათვის. გამოიკვეთა საკითხები, როლებზეც ერთობლივად იმუშავებენ - უახლოეს პერიოდში მოსწავლეები მოამზადებენ წერილებს გარე განათებებისა დ გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. მიიღეს შეთავაზება, მონაწილეობა მიიღონ საკრებულოს სხდომებში, შექმნან მოსწავლეთა იმიტირებული თვითმმართველობის ორგანოები. უახლოეს დღეებში კი, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მდინარე სურამულას მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ.
„მე მიხარია რომ ასეთი აქტიური თაობა მოდის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და არც გვაქვს კომუნიკაციაში, ურთიერთობაში პრობლემა, ბავშვებთან მარტივ და გასაგებ ენაზე ვსაუბრობთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს თანამონაწილეობას და სამოქალაქო თვითშეგნებას. ვფიქრობთ, ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას აქვს პერსპექტივა, გულთან ახლოს მივიტანთ მათ წინადადებებს და იდეებს. მიხარია, რომ ასეთი შეხვედრები იმართება და ჩვენი ახალგაზრდობა ცდილობს კიდევ უფრო ღრმად გაერკვიოს არსებულ სიტუაციაში, თანამედროვე მოთხოვნებში და თავიანთი სკოლის, უბნის თუ ქალაქის პრობლემები დააყენონ თვითმმართველობის წინაშე" - აღნიშნა იოსებ ბუაძემ.

საზოგადოება ბილიკი | ახალი კომენტარის დამატება

 I  I

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნა


ჟურნალისტი ეკატერინე ქოთოლაშვილი | 2012-05-15 - 12:08:26| რეგიონი შიდა ქართლი

საქართველო 1990 წლიდან იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდა, რომელიც დედამიწის დღეს აღნიშნავენ. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გორის მე-3, მე7, მე-10 და მე-12 სამოქალაქო კლუბებმა გადაწყვიტეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღენიშნათ ეს დღე.
22 აპრილს გორის # 3 და #7 სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და გორის კეთილმოწყობის სამსახურთან შეთანხმებით და მათი მხარდაჭერით, გორის თეატრის და მე-3 და მე-7 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა, დასუფთავდა გოგებაშვილის სკვერი, რის შემდგომაც მონაწილეებმა დარგეს ბზები და ყვავილები, რომლებიც გამწვანების სამსახურმა გადასცა. ბავშვებმა სიმბოლურად მწვანე ლენტებითა და ბუშტებით შემოიარეს ქალაქის ცენტრალური ქუჩები და სამოქალაქო კლუბების მიერ მომზადებული ბუკლეტები დაარიგეს, მოამზადეს პოსტერი, რითიც მოუწოდებდნენ ხალხს „გავუფრთხილდეთ დედამიწას, ნუ დავანაგვიანებთ გარემოს, დედამიწა ჩვენი სახლია", აქციაში მონაწილეობა 50-მდე მოსწავლემ და მათმა პედაგოგებმა მიიღეს.
მსგავსი ინიციატივა განახორციელა გორის მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ერთობამ". დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მათი ინიციატივით სკოლის ეზოში ასფალტზე ხატვის კონკურსი მოეწყო, სადაც მონაწილეობა მიიღო სკოლის 40 -მდე მოსწავლემ, მოსწავლეებმა ხალისით იმუშავეს და საინტერესო ნახატები შექმნეს. კონკურსის დასრულების შემდგომ ბავშვებს გადაეცათ სიგელები. პარალელურად ამ დღის აღსანიშნავად მოეწყო მსვლელობა გორის ცენტრალურ ქუჩებში, რომლის დროსაც მოსახლეობას დაურიგდა კლუბის წევრების ხელით მომზადებული 300 ცალი საინფორმაციო ბუკლეტი „22 აპრილი დედამიწის დღეა" მოწოდებით „ერთად გავუფრთხილდეთ დედამიწას".

საზოგადოება ბილიკი | ახალი კომენტარის დამატება

 I  I

გორელი მოსწავლეები საკრებულოს წევრებს შეხვდნენ


ჟურნალისტი ეკატერინე ქოთოლაშვილი | 2012-03-28 - 12:08:26| რეგიონი შიდა ქართლი

2012 წლის 28 მარტს, მოსწავლეთა ინიციატივით და საზოგადოება „ბილიკის" ხელშეწყობით გორის 7 სკოლის სამოქალაქო კლუბის 18 წევრი  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი თემში არსებული პრობლემების შესახებ მსჯელობა და ერთობლივად მოგვარების გზების ძიება იყო.  შეხვედრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორცილებს PH International-ი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

მოსწავლეთა შეკითხვები შეეხებოდა  ქალაქში გაუმართავი ინფრასტრუქტურის პრობლემას, მოუწესრიგებელ მიწისქვეშა გადასასვლელებს, შშმპ-თათვის არაადპტირებულ გარემოს და მნიშვნელოვან ობიექტებზე პანდუსების არ არსებობას, სკოლის მოსწავლეებისთვის მგზავრობის საფასურის შემცირებას, მდინარე ლიახვის გაუმაგრებელ სანაპიროებს,  საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მოძრაობის შემზღუდავი საგზაო ნიშნების არ არსებობას, საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს არსებულ ნაგავსაყრელს, სადგურის დასახლებაში სათამაშო მოედნის არ ქონას და ა.შ. თითქმის ყველა შეკითხვაზე მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს, რიგ საკითხებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ  შესაბამის კომისიებში განიხილავენ და შესაძლებლობების ფარგლებში იმოქმედებენ.  

შეხვედრა დადებითად შეაფასა ორივე მხარემ, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო, რადგან დასახეს სამომავლო მოქმედების გზები, მაგალითად გორის მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით წმინდაწყლის დასახლებაში, ნადირაძის ქუჩასთან ახლოს მდინარე ლიახვის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების მოთხოვნით წერილი მომზადდება, რომელსაც თან დაერთვება ადგილობრივი მოსახლეობის ხელმოწერები და  საკრებულოში შეიგზავნება. მსგავს ინიციატივებს მიესალმებიან გორის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოშიც, თავმჯდომარის მოადგილის თქმით, თითოეულ მათი წინადადება, აუცილებლად განიხილება და მოყვება შესაბამისი რეაგირება.  „ამ შეხვედრამ დამარწმუნა, რომ მსგავსი საუბრები და და აზრთა გაცვლა-გამოცვლა აუცილებელია. მოზადებისგან მოვისმინეთ ისეთი საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. თავის მხრივ სამოქალაქო კლუბებმაც შემოგვთავაზეს თანამშრომლობა და ქალაქი სკვერებში დასუფთავების აქციების მოწყობა, ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი თაობა მოდის, მათ ნამდვილად აწუხებთ თავიანთი ქალაქის და ქვეყნის ბედი" - აღნიშნა თემურ ხაჩიურმა.

საზოგადოება ბილიკი | ახალი კომენტარის დამატება

 I  I

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service